ანჯელინა ჯოლი კინოში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდება

  • fortunaplus.ge
  • 18 იანვარი 15:49, 2018 წელი

ანჯელინა ჯოლიდ ამერიკელ კინემატოგრაფისტთა საზოგადოება კინოხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვებს. ცერემონია 17 თებერვალს გაიმართება.

"ანჯელინამ მაღალი სტანდარტები დაამკვიდრა. ის ნამდვილი ხელოვანია ძლიერი სულითა და გამორჩეული სტილით. ის არამარტო სანახაობას გვთავაზობს თავისი საქმიანობით, არამედ მწვავე სოციალურ პრობლემებზეც მუშაობს", – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებში.


შეგახსენებთ, რომ აქამდე პრემიის ნომინანტები რიდლი სკოტი, ბარბარა სტრეიზანდი, ჰარისონ ფორდი, ჯულია რობერტსი და სხვა ვარსკვლავები იყვნენ.

სრული ვერსიის ნახვა fortunaplus.ge