დაპირისპირება ბათუმში საკრებულოს სხდომაზე (ვიდეო)

  • 18 იანვარი 15:07, 2018 წელი

ხმაურით მიმდინარეობს საკრებულოს სხდომა ბათუმში. 

მიზეზი "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივაა, ისინი 1000 კილოვატიანი ვაუჩერის სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გადაცემის საკითხის განხილვას ითხოვენ, რასაც მმართველმა გუნდმა მხარი არ დაუჭირა.


დეპუტატებმა ერთმანეთს ეთიკისა და რელამენტის დაცვისკენ რამდენჯერმა მოუწოდეს, პერიოდულად შეურაცხმყოფელი მიმართვებიც ისმის.


დღეს საკრებულო 21 საკითხს განიხილავს. მათ შორისაა ქალაქში მგზავრობის საფასურის 10 თეთრით გაძვირება და მერიის და საკრებულოს საშტატო და სახელფასო ტარიფების განსაზღვრა.