ბრიჯიტ ბარდო Me Too კამპანიას ემიჯნება

  • imedinews.ge
  • 18 იანვარი 14:33, 2018 წელი

ლეგენდარული ფრანგი მსახიობი და მომღერალი ბრიჯიტ ბარდო ამბობს, რომ სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებული კამპანია თვალთმაქცურია. ამის თაობაზე ბარდომ გაზეთ Paris Match-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

„ბრალდებების უმრავლესობა ფარისევლური და სასაცილოა. ბევრი მსახიობი ეკეკლუცება პროდიუსერებს იმისათვის, რომ როლი მიიღოს, შემდეგ კი მათ სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს. პირადად მე არასდროს გავმხდარვარ სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი, კაცების კომპლიმენტები და ყურადღება კი ყოველთვის მსიამოვნებდა“- ამბობს ინტერვიუში მსახიობი.


ცნობილმა ქალბატონებმა სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ მასშტაბური კამპანია დაიწყეს, სახელმწოდებით Me Too.


9 იანვარს, ფრამგმა მსახიობმა კატრინ დენევიმ საჯაროდ გააკრიტიკა, ჰოლივუდის მსახიობების მიერ, სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ დაწყებული კამპანია, რომელიც, მისი აზრით უკვე კუდიანებზე ნადირობად გადაიქცა. მას მხარი კიდევ 99-მა ფრანგმა ქალმა მსახიობმა დაუჭირა, რომელბმაც ღია წერილს მოაწერეს ხელი.


სექსუალური სკანდალის პირველი ფიგურანტი ცნობილი ჰოლივუდელი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი გახდა, რომელიც ძალადობასა და შევიწროვებაში 80-ზე მეტმა ქალმა დაადანაშაულა. ანალოგიური ბრალდება ათობით ცნობილ მსახიობს, რეჟისორს, პროდიუსერსა და პოლიტიკოსსაც წაუყენეს.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge