გორში საბავშვო ბაღის გაქურდვაში ბრალდებული დააკავეს

  • 1tv.ge
  • 18 იანვარი 13:39, 2018 წელი

შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული დ.გ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 იანვარს ქალაქ გორში, N1 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობიდან ტელევიზორი და ორი ლეპტოპი მოიპარა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.


სამართალდამცველებმა დ.გ. ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში, გორში დააკავეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო.


შსს-ს ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.


გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული ერთიდან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


გორში საბავშვო ბაღი გუშინ გაქურდეს. დილით ბაღში მისულ თანამშრომლებს შენობა გაძარცვული დახვდათ.

სრული ვერსიის ნახვა 1tv.ge