მოსკოვში ე.წ. კანონიერი ქურდი გურამ ჩიხლაძე, მეტსახელად „კვეჟოევიჩი“ დააკავეს

  • marshalpress.ge
  • 18 იანვარი 12:49, 2018 წელი

მოსკოვში ე.წ. კანონიერი ქურდი გურამ ჩიხლაძე, მეტსახელად „კვეჟოევიჩი“ დააკავეს. აღნიშულ ინფორმაციას "როსბალტი“ წერს.

როგორც სააგენტოს სამართალდამცავ ორგანოებში საკუთარმა წყარომ აცნობა, გურამ ჩიხლაძე 16 იანვარს საღამოს მოსკოვში, ნაქირავებ ბინაში დააკავეს. მას ოფიციალურად განუცხადეს, რომ ის არალეგალი მიგრანტია და იზოლატორში გადაიყვანეს. უახლოეს დღეებში ჩიხლაძის რუსეთიდან დეპორტაცია მოხდება.


არსებული ინფორმაციით, 2014 წელს გურამ ჩიხლაძეს ყოფილი ე.წ. კანონიერი ქურდის დავით მელქაძის („დათო ფოთისკი“) მკვლელობის ბრალდებით ეძებდნენ, თუმცა ამ მკვლელობაზე ბრალი საკუთარ თავზე სხვამ აიღო.

სრული ვერსიის ნახვა marshalpress.ge