რამდენს იწონის ელისაბედ მეორის გვირგვინი

  • newposts.ge
  • 18 იანვარი 11:55, 2018 წელი

დიდი ბრიტანეთის დედოფალზე, 91 წლის ელისაბედ მეორეზე, BBC-ის მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში "კორონაცია", დედოფალი გვირგვინის სიმძემეზეც საუბრობს, ამის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.

დედოფალი აღნიშნავს, რომ გვირგვინის ტარება ძალიან მოუხერხებელია . მისი თქმით, კორონაციის დღეს, როდესაც სიტყვას კითხულობდა, თავსაც ვერ ხრიდა, რადგან თუ თავს დახრი, მისი სიმძიმის გამო შეიძლება "კისერიც კი მოიტეხო".


გვირგვინის წონა თითქმის 1,3 კილოგრამია. ის მორთულია 2868 ბრილიანტით, 17 საფირონით, 11 ზურმუხტით და ასი მარგალიტით.

სრული ვერსიის ნახვა newposts.ge