რატომ უშვებს ღმერთი ბავშვებისა და ახალგაზრდების სიკვდილს - პასუხი რომელიც ბევრს აინტერესებს

  • 1342.baidu.ge
  • 18 იანვარი 11:53, 2018 წელი

როდესაც წმინდა პაისი მთაწმინდელს ჰკითხეს, რატომ უშვებს ღმერთი ბავშვებისა და ახალგაზრდების სიკვდილსო, უპასუხა: - ღმერთი ხომ ყოველივეს ჩვენი სიკეთისთვის აკეთებს

როდესაც მეტყვიან, რომ ვიღაც ყმაწვილი გარდაიცვალა, ადამიანურად ძალიან ვწუხვარ მასზე, მაგრამ თუკი ყოველივეს სიღრმისეულად გამოვიკვლევთ, აშკარაა, რაც უფრო იზრდება ადამიანი, მით მეტი ბრძოლა უწევს მას და, შესაბამისად, მეტი ცოდვები უგროვდება, განსაკუთრებით ამქვეყნიურ, ერის ადამიანებს: რაც მეტხანს ცხოვრობენ ისინი საკუთარი საზრუნავითა და უსამართლობით, უფრო და უფრო იუარესებენ მდგომარეობას, იმის ნაცვლად, რომ გააუმჯობესონ, ამიტომ ვინც ღმერთს ახალგაზრდობაში ან ბავშვობაში მიჰყავს, უფრო მეტს იგებს, ვიდრე კარგავს.

ღმერთს ადამიანი მის ცხოვრებაში მეტ-ნაკლებად შესაფერის დროს მიჰყავს. მიჰყავს განსაკუთრებული, მხოლოდ მისთვის გამზადებული სახით და საშუალებით, რათა იხსნას მისი სული. თუ ღმერთი ხედავს, რომ ადამიანი უკეთესი გახდება, მას ცოცხალს ტოვებს, მაგრამ თუ ნახავს, რომ უარესი იქნება, მიჰყავს, რათა გადაარჩინოს, ხოლო სხვები კი, ვინც ცოდვაში ცხოვრობენ, მაგრამ კეთილის ქმნის სურვილი აქვთ, მას მანამდე მიჰყავს თავისთან, ვიდრე ამ სიკეთის აღსრულებას მოასწრებდნენ. ღმერთი ამას იმისთვის აკეთებს, რომ იცის: ეს ადამიანები ნამდვილად გააკეთებდნენ სიკეთეს, საამისოდ შესაფერისი შესაძლებლობა რომ მისცემოდათ, ანუ თითქოს ღმერთი ეუბნება მათ: ”ნუ ირჯებით, თქვენი კეთილი განწყობილებაც კმარა!” - ღმერთს იმიტომ მიჰყავს ბავშვები, სამოთხეში საჭიროა ყვავილების კოკრებიო - იტყვის მავანი.
რა თქმა უნდა, გარდაცვლილი ბავშვების მშობლებისა და ახლობლებითვის ამის გაგება ადვილი არ არის. აბა, შეხედე: როდესაც პატარა ბავშვი კვდება, ქრისტეს ის თავისთან მიჰყავს - როგორც პაწია ანგელოზი. მისი მშობლები და ნათესავები კი მოსთქვამენ და მკერდში მჯიღს იცემენ, ნაცვლად იმისა, რომ ხარობდნენ... აბა, საიდან იციან რა გამოვიდოდა იგი, გაზრდა რომ დასცლოდა, შეძლებდა კი ცხონებას?

წმინდა პაისი ათონელის განმარტებით: ”ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ სინამდვილეში ადამიანი არ კვდება. სიკვდილი - ეს მხოლოდ ერთი ცხოვრებიდან მეორეში გადასვლაა, მცირე ხნით განშორებაა. მაგალითად, როდესაც ადამიანი ერთი წლით მიდის საზღვარგარეთ, მისი ახლობლები ძალიან ნერვიულობენ - მთელი წელი ვერ ვნახავთო, ხოლო თუ ათი წლით მიდის, მაშინ უფრო წუხან. სწორედ ამგვარადვე უნდა უცქერდნენ ადამიანები საყვარელ ადამიანებთან იმ განშორებას, რომელიც სიკვდილს მოაქვს. მაგალითად, თუ ხანში შესულს ახლობელი გარდაეცვლება, უნდა თქვას, - ორმოცდაათიოდე წლის შემდეგ ჩვენ კვლავ შევხვდებითო. რა თქმა უნდა, ადამიანი ახლობლის დაკარგვისას ტკივილს განიცდის, მაგრამ სიკვდილთან სულიერი მიდგომა მაინც უნდა შევძლოთ...

ჩვენი მშფოთვარება მხოლოდ მაშინ არის გამართლებული, თუ ჩვენგან წასული ცუდად, არაქრისტიანულად ცხოვრობდა, სასტიკი იყო. ბევრი ლოცვა გვმართებს, თუკი ნამდვილად გვიყვარს და გვსურს, რომ იმქვეყნიურ ცხოვრებაში შევხვდეთ”.

სრული ვერსიის ნახვა 1342.baidu.ge