გერმანიაში მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

  • pia.ge
  • 18 იანვარი 11:44, 2018 წელი

გერმანიაში საქართველოს მოქალაქე და მისი მეუღლე დააკავეს, მათ ბრალად 59 წლის კაცის მკვლელობა ედებათ.

 

გამოძიების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე და მისი რუსი მეუღლე ქალაქ ულმში მდებარე ერთ-ერთ სახლში ავტოფარეხის გავლით შევიდნენ. მკვლელობა ძარცვის დროს მოხდა.


ორივე დამნაშავე დაკავებულია.


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge