რას წერს აკა სინჯიკაშვილი "ბასიანში" მომხდარ ინციდენტზე?

  • facebook.com
  • 16 იანვარი 15:01, 2018 წელი

აკა სინჯიკაშვილი კლუბ "ბასიანში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს:

"რამდენიმე დღის წინ, კლუბის შესასვლელთან, ვიღაცა ტიპმა 2 დაცვის თანამშრომელი და ერთი პოლიციელი დაჭრა. უცებ სასამართლო და ეს ტიპი ეგრევე გამოუშვეს გარეთ.


ჩვენ ათობით პატიმრის ოჯახს ვუვლით, მათგან ბევრმა მოიხადა ციხეში დამსახურებული სასჯელი ერთი სადილი საჭმელის ქურდობისთვის, ორი ძირი მარიხუანასთვის, მეზობლის ხიდან მოკრეფილი ხილისთვისაც. პირველ ტიპს და ამ დანარჩენებს შორის განსხვავება იცით რა არის? ამ დანარჩენებს 30000 არ ჰქონდათ, რომ თავისუფლება ეყიდათ. ამ დანიანი ტიპის მამას კიდევ აქვს და უყიდა კიდეც.


შვილებს როგორ ვასწავლოთ რომ თავისუფლება და სიყვარული ფულზე არ იყიდება, ვინ დაგვიჯერებს ამდენი დამპლის შემყურე".

სრული ვერსიის ნახვა facebook.com