ნინო ანანიაშვილს ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემია მიანიჭეს

  • 1tv.ge
  • 14 იანვარი 19:32, 2018 წელი

ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით მსახიობის სახლში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე, ქართული კულტურის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისათვის, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემია მიენიჭა ნინო ანანიაშვილს მიენიჭა.

გადაწყვეტილება საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრეზიდიუმმა მიიღო.


აკაკი ხორავას სახელობის მსახიობთა სახლში ქართული თეატრის დღე სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა. სპეციალურად თეატრის დღესთან დაკავშირებით დაფუძნდა და გაიცა ორი ჯილდო. დავით სარაჯიშვილის სახელობის ჯილდო – „ქართული თეატრის მეცენატი“ თეატრის თანადგომისა და მხარდაჭერისთვის, ასევე, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის ჯილდო.


პროფესიული დღესასწაულის აღნიშვნა 1850 წლის 14 იანვარს გიორგი ერისთავის მიერ დადგმულ სპექტაკლ „გაყრას“ უკავშირდება.


ქართული თეატრის დღე „საქართველოს თეატრალური საზოგადოების“ ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით აღინიშნა.

სრული ვერსიის ნახვა 1tv.ge