ნაფარეულში დაკარგული 20 წლის გოგო იპოვეს

  • 14 იანვარი 18:35, 2018 წელი

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში 2 კვირის წინ დაკარგული 20 წლის გოგო იპოვეს.

როგორც "პირველს" შსს-ში განუცხადეს, ახალგაზრდის სამძებრო სამუშაოები 2 კვირის განმავლობაში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა.


პოლიციის თანამშრომლებმა ის უვნებელი იპოვეს და ოჯახს ჩააბარეს. გოგონა თავს კარგად გრძნობს.


გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით, ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.