„ სალმონელას" ბაქტერიის გამო „ლაქტალისი“ 83 ქვეყნიდან 12 მილიონ ქილას ამოიღებს

  • 14 იანვარი 15:53, 2018 წელი

ფრანგული კომპანია  „ლაქტალისი“, მსოფლიოს 83 ქვეყნიდან, ბავშთა კვების პროდუქტების 12 მილიონ ქილას ამოიღებს.

ამის შესახებ Journal du Dimanche-ს კონცერნის ხელმძღვანელმა ემანუელ ბენიემ განუცხადა.

ამის მიზეზი საკვებში სალმონელას ბაქტერიის აღმოჩენა გახდა.

ბენიეს თქმით, კონცერნის მიზანია ბაზარას ჯანმრთელი კვება მიაწოდოს, და თუ ეს „აქამდე ასე არ იყო, ამაზე პასუხს ვაგებთ“.

„არსებობს სარჩელები, გამოძიება ჩატარდება. მართლმსაჯულებასთან ვთანამშრომლობთ და საჭირო მონაცემს ვაწვდით“,-აღნიშნა ბენიემ.

საფნრაგეთის ჯანდაცვის მინისტრის თქმით კი, ქვეყანაში საკვებით სულ 35 ბავშვი მოიწამლა. მისი თქმით, 2017 წლის 8 დეკემბრიდან მოწამვლის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

საფრანგეთის ეკონომიკის სამინისტრომ „ლაქტალისის“ კვების 600 პარტიის რეალიზაცია და ექსპორტი აკრძალა.

რამდენიმე კვირის წინ, „ლაქტალისის“ ქართული წარმომადგენლობის წევრებმა კონფერენციაზე განაცხადეს, რომ კომპანიის მიერ წარმოებულ ბავშვთა კვება „სელიაში“, რომელიც საქართველოში იყიდება, სალმონელას ბაქტერიის არსებობა არ დასტურდება.

მათი თქმით, კვლევა სოფლის მეურნეობის სამინისტროს აკრედიტირებულმა ლაბორატორიამ ჩაატარა.