ძველით ახალი წლის პოპულარობა სულ უფრო იზრდება

  • რეზონანსი
  • 12 იანვარი 10:27, 2018 წელი

საქართველო იმ იშვიათ ქვეყნებს შორისაა, სადაც ახალი წლის დადგომა ორჯერ - 1-ელ და 14 იანვარს აღნიშნება.

ამის მიზეზი საუკუნის წინანდელი კალენდრის რეფორმაა. თითქმის მივიწყებული ძველით ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია, რომელიც ბოლო წლებამდე მხოლოდ რეგიონებში ნარჩუნდებოდა, ხელახლა დაბრუნდა თითქმის ყველა ოჯახში. ამის მიზეზი მოსახლეობის დიდი ნაწილის მიერ მარხვის შენახვა გახდა. თუკი ოჯახს აქვს საშუალება, რომ სადღესასწაულო ხარჯი ორჯერ გასწიოს, მაშინ ორივე ახალ წელს ერთნაირად ზეიმობს.

წყარო: რეზონანსი