"სააკაშვილის ადგილზე რომ ვიყო, სამარცხვინო განაჩენისთვის არ ვითხოვდი შეწყალებას"

  • facebook.com
  • 9 იანვარი 12:01, 2018 წელი

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. 

გვარამია მიხეილ სააკაშვილის მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს სამარცხვინოს, ანტიკონსტიტუციურსა და ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს.


"მესამე პრეზიდენტის ადგილზე რომ ვიყო, ამ სამარცხვინო, ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი, სრულად პოლიტიკური განაჩენისთვის, ფორმალურადაც არ ვითხოვდი შეწყალებას.


მეოთხე პრეზიდენტის ადგილზე რომ ვიყო, ამ სამარცხვინო, ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფიებრივი, სრულად პოლიტიკური განაჩენისთვის, არც დავფიქრდებოდი და დაუყოვნებლივ გამოვცემდი შეწყალების აქტს",-წერს გვარამია.


 

სრული ვერსიის ნახვა facebook.com