ყველაზე უხერხული ამბები - ჩემს შეყვარებულს ტყუპისცალი ჰყავდა, თურმე ორივესთან მქონდა სექსი

  • facebook.com
  • 9 იანვარი 10:56, 2018 წელი

პოლონურმა ფორუმმა თემა გახსნა, სახელწოდებით "ცხოვრება ნეხვია", სადაც მომხმარებლები მათ ცხოვრებაში მომხდარ ყველაზე უხერხულ ამბებზე წერენ:

1. მე და ჩემი შეყვარებული დიდი სკანდალის შემდეგ დავშორდით. მას ტყუპისცალი ძმა ჰყავს... აღმოჩნდა, რომ ორივესთან მქონია სექსი.


2. 17 წლის ბიჭის დედინაცვალი ვარ. ერთ დღეს ქმარს მივწერე: "მომზადებული გელოდები საძინებელში". შემთხვევით მესიჯი გერთან გამეგზავნა და მან მიპასუხა: "კარგი, მაგრამ იმედია მამა ვერაფერს გაიგებს."


3. დღეს 27 წელი შემისრულდა და ერთადერთხელ მყავს შიშველი ქალი ცხოვრებაში ნანახი. წინა კვირას ჩემ 70 წლის მეზობელს ფარდების გადაწევა დაავიწყდა.


4. დედასთან ერთად დეიდაჩემს ვესტუმრე, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაბრმავდა. დედაჩემმა კარის ზღურბლიდანვე ხმამაღლა იკითხა: "სიბნელეში რატომ ზიხარ?"


5. დღეს "ავატარს" ვუყურე. იმდენი ხანია სექსი არ მქონია, მთავარი გმირის და უცხოპლანეტელი ცხენის ნაწნავების შეერთებაზეც კი აღვიგზენი.


6. ჩემმა ცოლმა ჩემს ყოფილ ცოლთან მიღალატა.

სრული ვერსიის ნახვა facebook.com