ლადო ჭანტურიამ სტრასბურში მოსამართლის ფიცი დადო

  • 9 იანვარი 10:31, 2018 წელი

ლადო ჭანტურია სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლის მოვალეობის შესრულებას შეუდგა.

ფიცის დადებისცერემონიალი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 8 იანვარს გაიმართა. ღონისძიებას ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივიწარმომადგენლობა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი, მოსამართლეები და სასამართლოს სამდივნოსწარმომადგენლები ესწრებოდნენ.


ლადო ჭანტურიამ ამ პოსტზე ნონა წოწორია შეცვალა. სტრასბურგის მოსამართლის მოვალეობას ის 9 წლის ვადით, 2018 წლის 8 იანვრიდან 2027წლის 8 იანვრამდე შეასრულებს.


სტრასბურგის მოსამართლის პოსტზე ლადო ჭანტურია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 10 ოქტომბერს აირჩია. რეკომენდაცია მასევროპის საბჭოს ასამბლეის სპეციალურმა კომიტეტმა გაუწია. ლადო ჭანტურიას გარდა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსმოსამართლეობის კანდიდატებად წარდგენილნი იყვნენ ლალი ფაფიაშვილი და ოთარ სიჭინავა.


ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შერჩევის მიზნით საქართველოსმთავრობამ სპეციალური პროცედურა შეიმუშავა; შეიქმნა საკონკურსო კომისიის უნიკალური მოდელი, რომელიც პროცესში აღმასრულებელი,საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წევრების, საქართველოს სახალხო დამცველის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადვოკატებისჩართულობას ითვალისწინებდა. კომისიის მუშაობა ღია იყო მედიის წარმომადგენლებისთვისაც. ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ,დასწრებოდნენ კონკურსის დასკვნით ეტაპს − კანდიდატებთან გასაუბრებას. კომისიას იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობდა. კონკურსშიმონაწილეობის მსურველთათვის განისაზღვრა მკაფიო კრიტერიუმები.


სტრასბურგის მოსამართლის კონკურსის პირველი ეტაპი 21 თებერვალს, მეორე კი 26 ივლისს გამოცხადდა. პირველი კონკურსის შედეგადწარდგენილი სიიდან ევროპის საბჭოს ექსპერტებმა ლადო ჭანტურიას, მეორე კონკურსის გამარჯვებულთაგან კი ლალი ფაფიაშვილისა და ოთარ სიჭინავას კანდიდატურები მოიწონეს.