მადაგასკარზე ციკლონმა 29 ადამიანი იმსხვერპლა

  • imedinews.ge
  • 9 იანვარი 00:20, 2018 წელი

მადაგასკარის აღმოსავლეთ ნაწილს ტროპიკულმა ციკლონმა "ავამ" გადაუარა. შედეგად სულ მცირე 29 ადამიანი დაიღუპა, 3 დაშავდა, 2 კი დაკარგულად მიიჩნევა. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.

ქარის სიჩქარე საათში 140-190 კილომეტრს აღწევდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 13 000 ადამიანის ევაკუცია განხორციელდა. დახურულია სკოლები.


2017 წლის მარტში მადაგასკარზე ტროპიკულმა ციკლონმა "ენავომ" სულ მცირე 78 ადამიანი იმსხვერპლა.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge