თათია სამხარაძე სამსახურს ეძებს - "დარწმუნებული ვარ თქვენს შორის არიან..."

  • facebook.com
  • 5 იანვარი 19:50, 2018 წელი

როგორც უკვე იცით, თათია სამხარაძემ შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროვებისთვის სასამართლოში უჩივლა.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ტელეწამყვანმა პროცესი მოიგო და შალვას 2000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა.


სწორედ ამ ინციდენტის შემდეგ თათია უმუშევარია. დღეს ტელეწამყვანი სამსახურს ეძებს და ამის შესახებ ფეისბუქმეგობრებს მიმართავს.


"ძვირფასო მეგობრებო, ახალი ძალებითა და შემართებით ვეძებ საინტერესო სამსახურს, სადაც შევძლებ საკუთარი პოტენციალის რეალიზებას.


დარწმუნებული ვარ თქვენ შორის არიან კეთილისმსურველები ვისაც გაქვთ შესაძლებლობა ან იცით ვაკანსიები, რომლითაც შევძლებ დავსაქმდე. 


მაქვს მუშაობის მრავალფეროვანი გამოცდილება სხვადასხვა პოზიციებზე. კარგი ზოგადი განათლება, სპეციალიზაცია ხელოვნებათმცოდნეობაში და რამდენიმე წლიანი გამოცდილება ჟურნალისტიკაში. 


კარგი რეზიუმესთვის და შეკითხვებით, გთხოვთ გამომეხმაუროთ ინბოქსში. 
მადლობა", - წერს თათია სოციალურ ქსელში.




სრული ვერსიის ნახვა facebook.com