დათო ლიკლიკაძე გოგონას მამობისთვის ემზადება

  • სარკე
  • 5 იანვარი 18:45, 2018 წელი

პოპულარული ქუთაისელი ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე იანვრის ბოლოს შვილს ელოდება. ის გოგონას მამობისთვის ემზადება:

"გასული წელი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ღმერთმა მამობის უფლება მომანიჭა. ჩემი მეუღლე ორსულადაა, იანვრის ბოლოს პატარას ველოდებით. 2016 წლის დეკემბერში დავოჯახდი, 2017 -ში ჩვენი შვილი ჩაისახა და 2018 წელს მამა გავხდები. ბედნიერები ვართ. გოგოს ველოდებით და სიხარულისგან ჭკუაზე არ ვართ. გვინდა განსხვავებული და ლამაზი სახელი შევურჩიოთ, ისეთი რომელშიც „ლ“ ასო იქნება გარეული. ძირითადად იტალიური სახელები მოგვწონს. უცხო და უცნაურ სახელზე შევჯერდით, რომელსაც საიდუმლოდ დავტოვებთ", - განაცხადა დათო ლიკლიკაძემ.

წყარო: სარკე