თეირანში სასულიერო სემინარია დაწვეს (ვიდეო)

  • pia.ge
  • 2 იანვარი 16:20, 2018 წელი

ირანის დედაქალაქში, დემონსტრანტებმა სასულიერო სემინარია დაწვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. თეირანის ქუჩებში აქციები გრძელდება, ბოლო მონაცემებით დაღუპულია 22 ადამიანი.

პირველი იანვრის ღამეს დემონსტრანტები სულიერი ლიდერის აიათოლა ალი ჰამენეის რეზიდენციაში შეჭრასაც ცდილობდნენ.


აქციებს შეეწირა ერთი სამართალდამცველის სიცოცხლეც. 


საპროტესტო აქციები ირანში ფასების ზრდისა და კორუფციის წინააღმდეგ გასული წლის 28 დეკემბერს დაიწყო და დღემდე გრძელდება.


ირანში ასობით დემონსტრანტია დაკავებული. ეკონომიკური პირობებისა და მაღალი ფასების გამო, საპროტესტო აქცია ხუთშაბათს ქალაქ მაშჰადში დაიწყო, მალე ირანის ყველა მსხვილ ქალაქს მოედო და მთავრობის გადადგომის მოთხოვნაში გადაიზარდა.


სრული ვერსიის ნახვა pia.ge