ლვოვი–ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისი დაინიშნა

  • pia.ge
  • 2 იანვარი 14:22, 2018 წელი

უკრაინის ქალაქ ლვოვიდან საქართველოში პირდაპირი ავიარეისები ივნისიდან ამუშავდება. ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია. ბილეთის საფასურში შედის კვებისა და ბარგის ღირებულებაც.

ლვოვიდან ბათუმში პირველი რეისი 8 ივნისს გაფრინდება. ფრენებს ავიაკომპანია Yanair  შეასრულებს.


თავდაპირველად კვირაში ერთი რეისი დაინიშნება – ფრენებით ყოველ პარასკევს. 19 ივნისიდან კიდევ ერთი რეისი დაემატება და თვითმფრინავი უკვე სვამშაბათობითაც იფრენს.


აღნიშნულ ავიარეისზე ორი ომიმართულებით ფრენის ღირებულება ეკონომიკლასის ადგილებზე $220 ეღირება. ბილეთის ფასში შედის კვება და ბარგი – 23 კგ–მდე.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge