პიროტექნიკის აფეთქებით არასრულწლოვანმა ხელის მტევანი დაკარგა

  • pia.ge
  • 2 იანვარი 12:36, 2018 წელი

იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში 8 არასრულწლოვანი რჩება, რომლებმაც პიროტექნიკის გამოყენებით სხვადასხვა დაზიანებები მიიღეს. მათ შორის ორისთვის თითების ამპუტაცია გახდა საჭირო, ერთმა კი ხელის მტევანი დაკარგა.

 

იაშვილის კლინიკაში ასევე 6 პაციენტია მოთავსებული, რომლებიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ და მსუბუქი ინტოქსიკაცია მიიღეს. კლინიკაში ამბობენ, რომ პაციენტებს ყველა სახის სამედიცინო დახმარება გაუწიეს. 

საერთო ჯამში თბილისის მასშტაბით 50-მდე ადამიანია დაშავებული.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge