ხვალიდან საქართველოში გამოიდარებს

  • pia.ge
  • 2 იანვარი 12:23, 2018 წელი

დღეს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში – თოვლი, ხოლო 3 იანვრიდან როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს.

2 იანვარს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ზოგან წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო მაღალ მთაში – თოვლი. საღამოს გამოიდარებს. დასავლეთ საქართველოში დღეს 6-11 გრადუსია მოსალოდნელი, ხვალ ჰაერის თემპერატურა 17 გრადუსამდე მოიმატებს და ნალექიც შეწყდება.


აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა  7-12 გრადუსი იქნება.


4 იანვარს უნალექო ამინდი იქნება დასავლეთ საქართველოში, ჰაერის ტემპერატურა 13-18 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში 7-12 გრადუსი იქნება. ღამის საათებში აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მცირე ნალექია მოსალოდნელი.


5 იანვარს, დღის პირველ ნახევარში უნალექო ამინდი იქნება როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში, დღის მეორე ნახევრიდან ზოგან ნალექია მოსალოდნელი.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge