ფარავნის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

  • pia.ge
  • 2 იანვარი 12:25, 2018 წელი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფარავნის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ინტენსიური თოვა, ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა), შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის  მოძრაობა თავისუფალია.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge