თავდასხმა ნიგერიაში - ეკლესიასთან ხალხი დახოცეს

  • pia.ge
  • 2 იანვარი 11:07, 2018 წელი

ნიგერიაში უცნობი შეიარაღებული პირები ეკლესიიდან გამომავალ ხალხს თავს დაესხნენ. თავდასხმის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემაზე დაყრდნობით imedinews.ge ავრცელებს.

მომხდარზე აქამდე პასუხისმგებლობა რეგიონში მოქმედ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. 

ნიგერიაში რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება "ბოკო ჰარამი" მოქმედებს. მისი წევრები ქვეყანაში დასავლური განათლების შემოღებას ეწინააღმდეგებიან და ხელისუფლებას მოუწოდებენ შარიათის კანონები გამოიყენონ. ნიგერიაში ბოლო დროს განხორციელებული ტერაქტების ორგანიზება თავის თავზე სწორედ ამ დაჯგუფებამ აიღო.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge