ირანში საპროტესტო აქციის მონაწილემ პოლიციელი მოკლა

  • pia.ge
  • 2 იანვარი 10:49, 2018 წელი

ირანში საპროტესტო აქციის მონაწილემ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით პოლიციელი მოკლა, – ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის სამართალდამცავი უწყება ავრცელებს.

საპროტესტო აქციების ტალღას, რომელიც 2009 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბურია, 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.


პოლიციელის მკვლელობა ქალაქ ნაჯაფაბადში მოხდა. ოფიციალური ინფორმაციით, აქციის მონაწილემ ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც კიდევ სამი სამართალდამცველია დაჭრილი.


ხუთი დღის განმავლობაში ირანში ასობით დემონსტრანტია დაკავებული. ეკონომიკური პირობებისა და მაღალი ფასების გამო, საპროტესტო აქცია ხუთშაბათს ქალაქ მაშჰადში დაიწყო, მალე ირანის ყველა მსხვილ ქალაქს მოედო და მთავრობის გადადგომის მოთხოვნაში გადაიზარდა.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge