ახალციხე-ნინოწმინდისა და ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზებზე შეზღუდვები დაწესდა

  • pia.ge
  • 2 იანვარი 10:50, 2018 წელი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ახალციხე-ნინოწმინდისა და ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზებზე შეზღუდვები დაწესდა.

ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა – სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე და საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ1-კმ36 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.


გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge