2018 წლიდან ზოგადი უნარებისა და ქართული ენის გამოცდის ტესტები იცვლება

  • pia.ge
  • 1 იანვარი 19:22, 2018 წელი

2018 წლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგადი უნარებისა და ქართული ენის გამოცდის ტესტებში ცვლილებები იქნება. ცვლილებების შესახებ გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია.

ზოგადი უნარების ტესტებში "ანალოგიების" ნაწილი დამოუკიდებელი ბლოკის სახით აღარ იქნება და ის წაკითხული ტექსტის გააზრების დავალებების ბლოკს შეერთდება. 10 დავალებიდან 5-7 ტექსტში მოცემული დავალებების გააზრების შესამოწმებლად იქნება, დარჩენილი 3-5 დავალება კი "ანალოგიების" ტიპის.


ზოგადი უნარების ტესტებში ამ ცვლილების გამო ლოგიკის ბლოკის დავალებების რაოდენობა გაზარდა.


ზოგადი უნარების ტესტი შედგება ორი - ვერბალური და მათემატიკური ნაწილისაგან შედგება. ტესტის თითოეულ ნაწილზე სამუშაოდ აბიტურიენტს საათი და 35 წუთი აქვს. ტესტის მაქსიმალური ქულაა 80.


ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში იგეგმება არგუმენტირებული ესეს შეფასების კრიტერიუმების შეცვლა. შეფასების მაქსიმალური ქულა 24-ის ნაცვლად 20 გახდება. ცენტრის განმარტებით, ამ კრიტერიუმებით გაიზარდა ნაშრომის შინაარსობრივი მხარის შეფასების ხვედრითი წილი, რაც მიზნად ისახავს მსჯელობის არგუმენტირებისა და არაშაბლონურობის, აგრეთვე კრიტიკული აზროვნების წახალისებას.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge