ნია წივწივაძე შეყვარებულზე ვერ დაქორწინდება

  • სხვადასხვა
  • 21 დეკემბერი 11:16, 2017 წელი

"მის საქართველო 2017"-ის ნია წივწივაძის შეყვარებული ფეხბურთელია. კონკურსის წესების მიხედვით, ის ერთი წლის განმავლობაშ ოჯახს ოფიციალურად ვერ შექმნის.

"ჩემი რჩეული ნიკუშა ფეხბურთელია. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთი ძალიან მიყვარს, სპორტსმენი შეყვარებული არასოდეს მინდოდა, რადგან ვხედავდი ჩემი ძმა როგორი დაკავებული იყო, მაგრამ ასე მოხდა: ერთმანეთი მოგვეწონა, შეგვიყვარდა და უკვე 2 წელია, ჩვენი ურთიერთობა გრძელდება... წესების მიხედვით 1 წელი ჩვენი დაქორწინება არ შეიძლება, მაგრამ ჯერ არც ვაპირებთ პატარები ვართ და დაოჯახება არ გვეჩქარება", - ამბობს "მის საქართველო 2017" ჟურნალ "გზასთან" საუბრისას.

სრული ვერსიის ნახვა სხვადასხვა