იემენში ქოლერით დაავადებულთა რიცხვმა 660 ათასს მიაღწია

  • 1tv.ge
  • 13 სექტემბერი 19:48, 2017 წელი

ქოლერის დაავადებით იემენში 2071 ადამიანი დაიღუპა.

იემენში ქოლერით დაავადებულთა რიცხვმა 660 ათასს მიაღწია. ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს. 


გავრცელებული ცნობით, 27 აპრილიდან, დაავადების გავრცელების მეორე ტალღის შემდეგ, ქოლერის დაავადებით იემენში 2071 ადამიანი დაიღუპა. სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაბალია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ დაავადებულების უმეტესი ნაწილი სამედიცინო დახმარებას იღებს.


ბოლო მონაცემებით, პრობლემის მოგვარება ჯერ ვერ მოხდება, რადგან იემენის ზოგიერთ რეგიონში დაავადებულთა რაოდენობა მცირდება, ზოგიერთში კი იზრდება.

სრული ვერსიის ნახვა 1tv.ge