სად გაათენა ღამე მიხეილ სააკაშვილმა

  • newpost.ge
  • 13 სექტემბერი 15:44, 2017 წელი

სააკაშვილი ჟურნალისტებმა ლვოვში, წიგნების ფორუმზე დააფიქსირეს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის ადგილმდებარეობა ცნობილია. ცნობილია, ისიც, თუ სად გაათენა ღამე პარტია „რუხ ნოვიხ სილის“ ლიდერმა.


რამდენიმე წუთის წინ, მიხეილ სააკაშვილი ჟურნალისტებმა ლვოვში, წიგნების ფორუმზე დააფიქსირეს, სადაც განაცხადა, რომ ღამე ლვოვის ცენტრში, ერთ-ერთ კერძო სახლში გაატარა, რომელიც მის მხარდამჭერს ეკუთვნის.


შეგახსენებთ, დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის ადგილმდებარეობა უცნობი იყო.


როგორც უკრაინული მედია წერდა, ღამე, სააკაშვილმა თანმხლებ პირებთან ერთად სასტუმრო დატოვა. ისინი კომენტარის გაკეთების გარეშე მიკროავტობუსში ჩასხდნენ. მიკროავტობუსი სასტუმროში რამდენიმე საათში დაბრუნდა, თუმცა მიხეილ სააკაშვილის გარეშე.

სრული ვერსიის ნახვა newpost.ge