თუ სააკაშვილი გამოცხადდება თავისი ნებით სასამართლოში, ეს იქნება გაცილებით უკეთესი - სუბარი

  • rustavi 2.com
  • 7 სექტემბერი 14:40, 2017 წელი

სოზარ სუბარი მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ჩასვლას და მის წინააღმდეგ აღძრული საქმის სასამართლოზე დასწრებას ურჩევს.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, სოზარ სუბარი, საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ქვეყანაში ჩამოსვლას და მის წინააღმდეგ აღძრული საქმის სასამართლოზე დასწრებას ურჩევს.


 


„ზოგადად, ძალიან კარგია, როდესაც ადამიანი, რომელზეც მიდის გამოძიება, რომელზეც სასამართლოში მიდის პროცესი, თვითონ დაესწრება პროცესს, ეს უკეთესია მისი დაცვისთვისაც, გამომძიებლისთვისაც და კითხვებს პირდაპირ გაეცემა პასუხი, ასე რომ თუ გამოცხადდება თავისი ნებით, ეს იქნება გაცილებით უკეთესი იმისთვის, რომ სასამართლო იყოს სამართლიანი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.


 


შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს პროკურატურამ უკრაინას მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების შესახებ დოკუმენტაცია კიდევ ერთხელ გაუგზავნა.

სრული ვერსიის ნახვა rustavi 2.com