რუს ტურისტს, რომელსაც თავს დაესხნენ, დამნაშავეები ბინის კართან ელოდებოდნენ

  • rustavi 2.com
  • 7 სექტემბერი 14:07, 2017 წელი

თავდამსხმელებმა რუს ტურისტს დაზიანებები თავის არეში მიაყენეს.

რუსი ტურისტი, რომელსაც დღეს საბურთალოზე თავს დაესხნენ, მეზობლების განცხადებით, ნაქირავებ ბინაში გოგონასთან ერთად ცხოვრობდა.


თვითმხილველების განცხადებით, 3 თავდამსხმელი დაზარალებულს ბინის კართან ელოდებოდა, რის შემდეგაც ტურისტს თავს დაესხნენ და გაძარცვეს.


კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა, შემთხვევის ადგილიდან მობილური ამოიღეს, რომელიც, სავარაუდოდ, დაზარალებულს ეკუთვნის.


თავის არეში მიყენებული დაზიანებებით, ტურისტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას დღესვე გაწერენ.
 

სრული ვერსიის ნახვა rustavi 2.com