“ალგანში“ ადასტურებენ, რომ ვაკეში დაჭრილი ცოლ-ქმარი მათი თანამშრომლები არიან

  • kvira.ge
  • 6 სექტემბერი 14:09, 2017 წელი

ინციდენტის ერთ-ერთ მიზეზად ეჭვიანობა სახელდება.

დაცვის კომპანია „ალგანში“ ადასტურებენ, რომ ვაკეში, ე.წ. პიქსელის შენობის ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის დროს დაჭრილი ცოლ-ქმარი მათი თანამშრომლები არიან. ინციდენტის ერთ-ერთ მიზეზად ეჭვიანობა სახელდება.როგორც „კვირას“ კომპანიაში განუცხადეს, ქალი მათთან მიმდინარე წლის იანვრიდან, ხოლო მამაკაცი კი ივლისიდან მუშაობს.



„კვირას“ ინფორმაციით, ცოლ-ქმარი გორის მაცხოვრებლები არიან და ისინი სამსახურში გორიდან დადიოდნენ.



თბილისში, ვაკეში, ქმარმა ცოლი ცივი იარაღით დაჭრა, შემდეგ კი თვითდაზიანება მიიყენა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ე.წ. პიქსელის შენობასთან მოხდა.მარმა ცოლი ცივი იარაღით დაჭრა, შემდეგ კი თვითდაზიანება მიიყენა. ფაქტის ერთ-ერთი შემსწრე მომხდარის შესაძლო მოტივად ეჭვიანობას ასახელებს. ქალიც და მამაკაციც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ გადაიყვანა.
როგორც „კვირას“ საავადმყოფოში განუცხადეს, ქალს ოპერაცია უტარდება. მამაკაცი კი მიმღებ განყოფილებაშია მოთავსებული და ექიმები შესაბამის ღონისძიებებს ატარებენ.მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახური ძალადობის ნიადაგზე განზრახ მკვლელობის მცდელობას ითვალისწინებს.

სრული ვერსიის ნახვა kvira.ge