"პატრიარქმა პირდაპირ გადაჭრით თქვა, რომ მამა გიორგი ამის ჩამდენი არ არის"

  • rustavi 2.com
  • 6 სექტემბერი 13:31, 2017 წელი

მეუფე დიმიტრი საპატიმროში დეკანოზ გიორგი მამალაძის მონახულებას გეგმავს.

საქართველოს პატრიარქს დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალეულობის არ სჯერა. განცხადება ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა გააკეთა. მეუფე დიმიტრი საპატიმროში მსჯავრდებულის მონახულებას გეგმავს. მიტროპოლიტს თქმით, ის ესაუბრა ილია მეორეს დეკანოზის შესახებ.

"პატრიარქს ვესაუბრე მე რამდენიმე დღის წინ, იცით რომ ჩვენს ეპარქიაში ბრძანდება, ქობულეთშია და პატრიარქმა პირდაპირ გადაჭრით თქვა, რომ მამა გიორგი ამის ჩამდენი და გამკეთებელი არ არის, რაც თავის ოჯახის წევრებსაც უთხრა. თავისთავად პატრიარქი ბევრად აღმატებულია ჩვენზე.

მე ვაპირებ რომ შევხვდე, ჩვენ წლებია ურთიერთობა გვაქვს. მისმა ამ ქმედებებმა გარკვეულწილად დააზიანა ეს ურთიერთობა, მაგრამ ჩვენი უმთავრესი მოწოდება არის ადამიანი უნდა შეიწყნარო", - განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.

სრული ვერსიის ნახვა rustavi 2.com