ქურდობა თბილისში - ხეთაგუროვის ქუჩაზე სახლი გაქურდეს

  • newpost.ge
  • 6 სექტემბერი 10:47, 2017 წელი

სახლში დაბრუნებულ პატრონებს კარი ღია დახვდათ.

თბილისში, ხეთაგუროვის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი გაძარცვეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. შემთხვევის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა, დაბრუნებულ მეპატრონეებს კარი უკვე ღია დახვდათ.


 


ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს არ არის აღნიშნულ მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში ქურდობის პირველი შემთხვევა.


 


შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. საგამოძიებო მოქმედებები გვიანობამდე გაგრძელდა. მომხდარზე გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო.

სრული ვერსიის ნახვა newpost.ge