დუშეთში დიმიტრი ლორთქიფანიძის აგარაკი დაიწვა

  • kvira.ge
  • 5 სექტემბერი 17:46, 2017 წელი

ცეცხლმა აგარაკის 150 კვ.მ. ფართობი გაანადგურა.

პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს დიმიტრი ლორთქიფანიძეს დუშეთის რაიონში აგარაკი დაეწვა. ინფორმაციას "კვირა" ავრცელებს.



პორტალის ცნობით, მომხდარი ფაქტი პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ დაადასტურა.



როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი, ყოფილი დეპუტატის აგარაკს ცეცხლი წუხელ გვიან ღამით გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი დუშეთის რაიონის სოფელ ჩინთში მოხდა. ხანძრის შედეგად, ცეცხლმა აგარაკის 150 კვ.მ. ფართობი გაანადგურა. ცეცხლს დუშეთის რაიონის სახანძრო-სამაშველო სამსახურის 4 ბრიგადა ებრძოდა. ცეცხლის ლიკვიდაცია მალევე მოხდა.

სრული ვერსიის ნახვა kvira.ge