დავით აქუბარდია თბილისის მერობის კანდიდატი - "2 დღეში განცხადებას გავავრცელებ"

  • newpost.ge
  • 4 სექტემბერი 14:52, 2017 წელი

"ორ დღეში ვაპირებ მედიისთვის სპეციალური განცხადების გაკეთებას და ყველაფერს გაიგებთ".

გავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია "კავკასიას" სახე, ჟურნალისტი დავით აქუბარდია პოლიტიკაში მიდის და თბილისის მერობისთვის აპირებს ბრძოლას. 



მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აქუბერდიას კანდიდატად "ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი“ უახლოეს დღეებში წარადგენს. 


 


თავად ჟურნალისტი აღნიშნულ ინფორმაციას "ნიუპოსტთან" არც უარყოფს და არც ადასტურებს. "ორ დღეში ვაპირებ მედიისთვის სპეციალური განცხადების გაკეთებას და ყველაფერს გაიგებთ. რაც შეეხება ამ ინფორმაციას ამ ეტაპზე გეტყვით, რომ არც ვუარყოფ და არც ვადასტურებ"- აღნიშნა დავით აქუბარდიამ.

სრული ვერსიის ნახვა newpost.ge