ირანი სარაკეტო პროგრამის ბიუჯეტს ზრდის

  • imedinews.ge
  • 13 აგვისტო 20:10

The Daily Sabbah-ის ცნობით, ირანის პარლამენტმა სარაკეტო პროგრამის ბიუჯეტის გაზრდის კანონი მიიღო, აშშ-ს სანქციების საპასუხოდ. კანონპროექტს მხარი 247 დეპუტატიდან 240-მა დაუჭირა.

ლაპარაკია ბალისტიკური რაკეტების შექმნაზე $520 მილიონი დოლარის გამოყოფის შესახებ.


თეირანი აცხადებს, რომ ეს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის გამაფრთხილებელი გზავნილია და საერთაშორისო ექვსეულსა და ირანს შორის ბირთვული შეთანხმების პირობებს არ ეწინააღმდეგება.


"შეთანხმებას ისე თუ არ შეასრულებენ, როგორც საჭიროა, დიდი პრობლემები შეექმნებათ. ამის პირობას გაძლევთ", - დაემუქრა ირანს დონალდ ტრამპი.


 

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge