ბორჯომში კვადროციკლი ამობრუნდა - გარდაცვლილია არაბი ტურისტი მისი ოჯახის წევრები მძიმედ არიან

  • ambebi.ge
  • 13 აგვისტო 18:45

ბორჯომში, ე.წ. პლატოს აღმართზე კვადროციკლი ამობრუნდა, რომლითაც არაბი ტურისტების ოჯახი გადაადგილდებოდა.

შემთხვევის შედეგად ქალბატონი გარდაიცვალა, მისი მეუღლე, ბავშვები და კვადროციკლის მძღოლი კი მძიმედ დაშავდნენ. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სრული ვერსიის ნახვა ambebi.ge