ავარიას ორი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა

  • 13 აგვისტო 16:46

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა.

უწყების ცნობით, ავარია კახეთის გზატკეცილზე მოხდა, როდესაც დათხოვნაში მყოფი სამხედრო მოსამსახურეები არასამსახურებრივი ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ.


"ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ავტომანქანაში, ასევე დათხოვნაში მყოფი კიდევ ოთხი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა, რომლებიც ამჟამად არამიანცის, ინგოროყვას და ამტელის საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება" - აცხადებს უწყება.


საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს უსამძიმრებს.


 

სრული ვერსიის ნახვა