პირველად 1940 წლის შემდეგ - თეთრ სახლში მასშტაბური სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს

  • rustavi2.ge
  • 13 აგვისტო 15:41

1940 წლის შემდეგ თეთრ სახლში პირველი მასშტაბური სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პრეზიდენტის ოფიციალურ რეზიდენციაში რემონტის გაკეთება დონალდ ტრამპის შვებულების პერიოდში გადაწყვიტეს. 

რეკონსტრუქციის დროს თეთრ სახლში გამოცვლიან ხალიჩებსა და კიბის საფეხურებს, ასევე დააყენებენ ახალ კომპიუტერულ, კონდიცირების, ვენტილაციისა და გათბობის სისტემებს.

სრული ვერსიის ნახვა rustavi2.ge