რატომ არ ჭამენ ებრაელები და მუსულმანები ღორის ხორცს?

  • intermedia.ge
  • 13 აგვისტო 15:27

არსებობს რამოდენიმე ვერსია იმისა, თუ რატომ არ მიირთმევენ ებრაელები და მუსლიმები ღორის ხორცს. მოდით ვნახოთ, რომელია მათ შორის ყველაზე გავრცელებული.

 


მეცნიერული ახსნა იმისა, თუ რატომ არ ჭამენ მუსულმანები ღორის ხორცს, შემდეგია: ღორის ხორცის აკრძალვის შესახებ მართლაც წერია ყურანში: "იქედან, რასაც გამოცხადება მასწავლის, მე მეკრძალება ჭამა ლეშის, დაღვრილი სისხლის და ღორის ხორცის, რომელიც არის ცუდი, ასევე არ უნდა ვჭამო იმ ცხოველების ხორცი, რომლებიც არა ალაჰის კურთხევით არის მოკლული". მაგრამ რატომ მაინდამაინც ღორი?


ტერიტორიებზე, სადაც იუდაიზმი და ისლამი წარმოიშვა, განსაკუთრებულად ცხელი კლიმატი იყო. მოგეხსენებათ, ღორის ხორცი ძალიან ადვილად ფუჭებადი პროდუქტია. თუ გავითვალისწინებთ აგრეთვე იმ ფაქტს, რომ ღორი ყველაფერს ჭამს-საკუთარ განავალსაც კი, მისი ხორცი შეიცავს ტრიქონელას და პარაზიტებს, რომლებიც იწვევენ სხვადასხვა დაავადებებს. ბევრი ბაქტერია, რომელსაც ეს ცხოველი ატარებს, არ იღუპება თერმული დამუშავების დროს. ამის გამო ღორის ხორცის საკვებად გამოყენება ამ ადგილებში იწვევდა უამრავ ავადმყოფობას, მოწამვლას და სიკვდილიანობას. ამიტომ ადამიანებმა ამ ფაქტს მიანიჭეს უფრო მეტად რელიგიური მნიშვნელობა, ვიდრე სუფთა მეცნიერული. რადგან ორგანიზმი არ ღებულობს ამ ცხოველს ხორცს, ესე იგი, ის უწმინდურია და ეშმაკისეული. სწორედ ამიტომ იქნა აკრძალული ღორის ხორცის მიღება მუსულმანების და იუდეველების მიერ.


საინტერესოა ის ფაქტი, რომ ყველა აბრაამული რელიგია კრძალავს ღორის ხორცის ჭამას მიუხედავად იმისა, რომ ის წყვილჩლიქოსანი ცხოველია: "ხოლო ღორი, მიუხედავად იმისა, რომ წყვილი ჩლიქი აქვს, არ იცოხნება, ის უწმინდურია თქვენთვის. ხორცი არ ჭამოთ და ლეშს არ შეეხოთ'' (ბიბლია, მეორე კანონი, თავი 14, კუპლეტი 8). არსებობს აგრეთვე ლეგენდა, რომ ღორები არიან ადამიანები, რომლებიც ღმერთმა გადაქცია ცხოველებად.


ყოველ შემთხვევაში, უნდა გავითვალისწინოთ და პატივი ვცეთ სხვადასხვა ხალხების ტრადიციებსა და რელიგიებს, რადგან ამ სამყაროში ყველაფერი როდი ექვემდებარება მეცნიერებას, ესე იგი არსებობს ზეციური ძალა, რომელსაც ემორჩილება ყველა სულიერი ამქვეყნად.

სრული ვერსიის ნახვა intermedia.ge