"ლოკომოტივი" - "ტორპედო" ორშაბათს გაგრძელდება

  • 13 აგვისტო 15:21

ეროვნული ლიგის 22-ე ტურის მატჩი თბილისის "ლოკომოტივსა" და ქუთაისის "ტორპედოს" შორის, რომელიც 11 აგვისტოს  85-ე წუთზე შეწყდა, ორშაბათს დასრულდება - ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

ეს გადაწყვეტილება სფფ-ის საშეჯიბრო განყოფილებამ ეროვნული ლიგის დებულების შესაბამისად მიიღო - მატჩის დარჩენილ დროს გუნდები 14 აგვისტოს 18:30 საათიდან მიხეილ მესხის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გამართავენ.


 

სრული ვერსიის ნახვა