"კუკუშკას" კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

  • facebook.com
  • 13 აგვისტო 14:10

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის "ფეიბუქის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ე.წ. კუკუშკას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

"ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქ. ბორჯომში მდებარე ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზას და მის შემადგენელ ნაწილს - ე.წ. კუკუშკას 2017 წლის 30 ივნისს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა", - ნათქვამია "საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სრული ვერსიის ნახვა facebook.com