22 შვილიშვილი, 44 შვილთაშვილი და 65 წელი ერთად - ქართველი წყვილი ისტორია

  • ipress.ge
  • 13 აგვისტო 14:04

ხულოში, სოფელ ძმაგულაში მცხოვრებ ვასილ მახარაძესა და ნადია მუშამბაძეს ერთად თანაცხოვრების 65 წლის იუბილე შეუსრულდათ.

ვასილ მახარაძე და ნადია მუშამბაძე შვილთან, რძალსა და შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობენ.


წყვილი 84 წლისაა და 19 წლის ასაკში გარიგებით იქორწინეს.


მათ ხუთი შვილი, 22 შვილიშვილი, 44 შვილთაშვილი და 4 შვილთა შვილის შვილი ყავთ.


წყვილმა 65 წლის თანაცხოვრებისას ბევ სიხარულთან ერთად დიდი ტკივილიც გამოარა, მათ ორი შვილი დაეღუპათ . ერთი ბიჭი 6 წლის ასაკში, ხოლო გოგო 47 წლის ასაკში დაეღუპათ. 


„ურთიერთშორის გაგებითა და ურთიერთობის კმაყოფილებით ვართ. ცხოვრებაში იყო ბნელი დღეებიც, მაგრამ ჩვენი მხარში დგომა ანათებდა ამ დღეებს და ვულამაზებთ 65 წელია ერთმანეთს ცხოვრებას. ჩვენ დროს სიყვარული არ იყო, გარიგებით ვიქორწინეთ, პატარა და მოკრძალებული ქორწილი გვქონდა", - ამბობს ვასილ მახარაძე.


 


 

სრული ვერსიის ნახვა ipress.ge