რუსი ბაიკერების ჯგუფი “ღამის მგლები" საქართველოში ვეღარ ჩამოვლენ

  • rustavi 2.com
  • 3 მაისი 10:46, 2017 წელი

რუსული სააგენტოებსა და სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსი ბაიკერების ჯგუფი “ღამის მგლები" საქართველოში ვეღარ ჩამოვლენ.

ანულირებულია - ეს შტამპი ჩაურტყეს პასპორტში და საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოუშვეს 50-მდე რუსი ბაიკერი. ამის შესახებ ინფორმაციას მოტიციკლისტი დიმიტრი ხრიპკოვი სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე აქვეყნებს. 


"ჩავედი გუშინ ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტზე დაახლოებით 22:00 საათზე, მივედი საზღვართან და დავინახე, რომ ცალკე დგანან მოტოციკლისტები, მე მაინც რიგში ჩავდექი და როდესაც მესაზღვრეს პასპორტი და მოტოციკლის საბუთი მივაწოდე, დამისვეს კითხვები თუ სად ვმუშაობ, 40 წუთში პასპორტი გამომიტანეს და მითხრეს უარი და რომ არ მაძლევენ საქართველოში შესვლის უფლებას,"-აცხადებს მოტოციკლისტი პაველ იარცევი.


არ შემოვუშვათ კრემლის მოტოციკლისტები საქართველოში, ამ მოთხოვნით საზოგადოების წარმომადგენლები რამდენიმე დღის წინ გამოვიდნენ, ვებ გვერდზე manifest.ge ამ თემაზე მოსახლეობის გამოკითხვა მიმდინარეობს. 


გავრცელებული ინფორმაციით, 2 მაისს, ზემო ლარსიდან ქართველმა მესაზღვრეებმა უკან გააბრუნეს 50 რუსი მოტოციკლისტი, მათ შორის ისინი, რომლებიც არცერთი კლუბის წევრები არ არიან. ამის შესახებ “Авто Mail.Ru“-ს რუსმა ბაიკერებმა უთხრეს და საზღვართან დარტყმული შტამპიც წარუდგინეს.

სრული ვერსიის ნახვა rustavi 2.com