ყოფილი როკერი საპატრიარქოს ტელევიზიის ახალი დირექტორი გახდა

  • newpost.ge
  • 11 მარტი 18:26, 2017 წელი

საპატრიარქოს ტელევიზიის ახალი დირექტორი, ქაშუეთის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მიქაელ ფოფხაძე 70-იან წლებში როკერი იყო.

ამის შესახებ ინფორმაციას, თანდართულ ფოტო და ვიდეომასალასთან ერთად სააგენტო “ნიუპოსტი“ ავრცელებს.


წლების წინ, სანამ სასულიერო პირი გახდებოდა მიხეილ ფოფხაძე ქართული როკის სათავეებთან იდგა და 70-იან წლებში ის როკ-ჯგუფ “კვადრატში“ ვალერი კოჩაროვთან ერთად ჰარდ-როკს უკრავდა, შემდეგ როკ-ჯგუფ “თეატრონში“, შემდეგ კი “ვია75“-ში.


მიშა ფოფხაძე ერთ-ერთი საგასტროლო გასვლისას უცხოეთში დარჩა. წლების შემდეგ მისი ხმის მოსმენა “ამერიკის ხმიდან“ იყო შესაძლებელი, სადაც ის ლუკა ბეთანელის რადიოფსევდონიმით მუშაობდა.


წლების შემდეგ მიხეილ ფოფხაძე მღვდლად ეკურთხა და მამა მიქაელი გახდა, ის რამდენიმე წელი აშშ-ში მართლმადიდებელ ეკლესიაში მოღვაწეობდა, შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და ახლა ის ქაშუეთის ტაძრის წინამძღვარია.


პატრიარქის გადაწყვეტილებით ის საპატრიარქოს ტელევიზიის დირექტორად მას შემდეგ შეარჩიეს, რაც აღნიშნული თანამდებობა ჭყონდიდელ მიტროპოლიტს პეტრე ცაავას დაატოვებინეს.


 

სრული ვერსიის ნახვა newpost.ge