ხანძარი ფოთში - 4 ჰექტარ ტერიტორიას ცეცხლი გაუჩნდა

  • pirveliradio.ge
  • 11 მარტი 14:12, 2017 წელი

ქალაქ ფოთში ტყის მასივის ნაწილს, დაახლოებით, 4 ჰექტარ ტერიტორიას ცეცხლი გაუჩნდა.

ძლიერი ქარის გამო, ხანძრის ლოკალიზება გართულდა და საათზე მეტი დრო დასჭირდა.


ადგილზე მობილიზებული იყო 4 სახანძრო ბრიგადა.


გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

სრული ვერსიის ნახვა pirveliradio.ge