სპირტით დატვირთულ მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა

  • kvira.ge
  • 11 მარტი 11:56, 2017 წელი

აშშ-ში ეთანოლის სპირტით დატვირთული მატარებელი რელსებიდან გადავიდა და ცეცხლი მოეკიდა. ინციდენტი აიოვას შტატში მოხდა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.

დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.


ახლომდებარე რაიონების მოსახლეობა ევაკუირებულია.


მატარებელი 100 ცისტერნისგან შედგებოდა. რელსებიდან 27 ვაგონი გადავიდა. თითოეულში 95 ათასი ლიტრი სპირტი იყო.


როგორც ექსპერტები აცხადებენ, უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო.

სრული ვერსიის ნახვა kvira.ge